აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის იდეას უკრაინაში, გაერო-ს და რამდენიმე ქვეყნის ეგიდით, დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ტემი ბრიუსის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს რუსეთთან და უკრაინასთან და მზადაა გააგრძელოს მუშაობა, რათა ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს.
„დიახ, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა წამოაყენა წინადადება უკრაინაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს არ მოიწონა. უკრაინა არის კონსტიტუციური დემოკრატია და მისი მმართველობა განისაზღვრება კონსტიტუციით და უკრაინელი ხალხით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.