აშშ "რკინის გუმბათის" მშენებლობას იწყებს - ტრამპმა დოკუმენტს ხელი მოაწერა

აშშ "რკინის გუმბათის" მშენებლობას იწყებს - ტრამპმა დოკუმენტს ხელი მოაწერა

28-01-2025 16:03
კატეგორიები: მსოფლიო

შტატებში "რკინის გუმბათის" მშენებლობა იწყება. დონალდ ტრამპმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

ისრაელური „რკინის გუმბათის“ ანალოგის შექმნაზე ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანიაშიც არაერთხელ ისაუბრა. 

ისრაელური „რკინის გუმბათი“ ახლო მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაა, რომელიც მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა და, ძირითად შემთხვევაში, სამიზნეების 99%-ს ანეიტრალებს. რამდენად რელევანტური იქნება აშშ-ის შემთხვევაში ახლო მანძილზე მოქმედი ჰსთ სისტემის ანალოგის შექმნა და რა ეფექტიანობა ექნება მას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ, ამაზე შეიარაღების ექსპერტები იმსჯელებენ.

"პიტ ჰეგსეტი არის ის, ვინც ჩვენ გვჭირდება, რათა დაუყოვნებლივ დავიწყოთ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა, რომელიც ამერიკელებს დაიცავს", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამით თავის დროზე რეიგანიც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ "შტატებს ტექნოლოგია არ ჰქონდა."

პოსტი ნახა: 331


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე