თბილისში, "ლილოს" ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, "ლილოს" ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია

28-01-2025 16:13
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1115

თბილისში, "ლილოს" ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის საწყობს უკიდია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველების 8 ჯგუფია მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, გამოძიება დაადგენს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე