აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები 9 ივნისს, ლონდონში გაიმართება

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები 9 ივნისს, ლონდონში გაიმართება

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 137

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები 9 ივნისს, ლონდონში გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციას სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი წარმოადგენენ.

„შეხვედრამ ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ-თან ეკონომიკური და სავაჭრო კონსულტაციების მიზნით ლონდონში ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ჰე ლიფენგი ჩავა.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ჩინეთის დელეგაციები ერთმანეთს გასულ თვეში შეხვდნენ. ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა 90-დღიან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები შეამცირეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე