ვის ეკუთვნის TOP 5 კომპანია, რომელიც ქართული ჩირის ექსპორტს ახორციელებს

ვის ეკუთვნის TOP 5 კომპანია, რომელიც ქართული ჩირის ექსპორტს ახორციელებს

2 საათის წინ
კატეგორიები: ეკონომიკა
პოსტი ნახა: 82

ქართული ჩირის ექსპორტი 55%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-აპრილში ექსპორტზე გავიდა 99 ტონა ქართული ჩირი, რომლის ღირებულებაც 567 ათას დოლარს აჭარბებდა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იმავე პერიოდში 219 ტონა ჩირის ექსპორტი განხორციელდა (ჯამში 759 ათასი დოლარის).

ექსპორტის მოცულობის შემცირების პარალელურად, გაზრდილია 1 კგ. ქართული ჩირის საექსპორტო ფასი. კერძოდ, გადასახადების გარეშე შარშან 1 კგ-ის ექსპორტი 3.5 დოლარი ჯდებოდა, წელს კი ღირებულება 5.7 დოლარამდეა გაზრდილი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ კომპანიებით, რომლებიც ყველაზე მეტი ღირებულების ქართული ჩირის ექსპორტზე ახორციელებენ. საქსტატის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გთავაზობთ TOP ხუთ ექსპორტიორს:

შპს „გეო-ფლაუერი“ სამეწარმეო რეესტრში 2007 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილების 47.5% გერმანული შპს MB Beteiligungs GmbH-ის საკუთრებაში, დარჩენილ წელებს კი შემდეგი პირები ინაწილებენ: მამუკა ხუციძე - 17.5%; მინდია ხუციძე - 17.5%; გოჩა ძნელაძე - 17.5%.

რეესტრში 2011 წელს დარეგისტრირდა შპს „ნომა“. კომპანიის წილებს სრულად ფლობს ნოდარ ოქროპირიძე, რომელიც ასევე დირექტორის პოზიციასაც იკავებს.

შპს „ქარელის ხილი“ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის წილების 42.5%-ს შპს „აგროინდუსტრია“ ფლობს, 47.5%-ს - შპს „ქართული ხილის ფონდი“, ხოლო 10%-ს გიორგი კვირიკაძე.

2022 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე შპს „ტეოს“. მის წილებს სრულად ფლობს რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ლალი აქუბარდია.

შპს „ხილის ექსპორტი 2023“ სამეწარმეო რეესტრში 2023 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილების 100%-ს ფლობს ბექა ძიძიგური, ისვე იკავებს დირექტორის პოზიციას.

 

შენიშვნა: ადგილობრივი ექსპორტიორები დალაგებული არ არის რეიტინგის მიხედვით.

 

წყარო



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე