აშშ-ში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

04-05-2025 11:05
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 596

აშშ-ში, დასავლეთ ტეხასისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიუ-მექსიკოს სოფლებში, ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5.3 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა შაბათს საღამოს, ადგილობრივი დროით 7:47 საათზე მოხდა. ეპიცენტრი დასავლეთ ტეხასში, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ უაითს სითიდან სამხრეთით, დაახლოებით 56 კილომეტრში მდებარეობდა.

მიწისძვრა 6.27 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.

ნიუ-მექსიკოს შტატის ედის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის მენეჯერის, ჯენიფერ არმენდარიზის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრა ბევრმა მაცხოვრებელმა იგრძნო, ნგრევის შესახებ ზარები არ შემოსულა".



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე