რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევში ნგრევა და ხანძარი სამ რაიონში მოხდა: ობოლონსკის, სვიატოშინსკის და შევჩენკოვსკის რაიონებში. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ბოძები და ხაზები, გზის საფარი, ავტომობილები.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია, მაშველები კი თავდასხმის შედეგების აღმოფხვრას აგრძელებენ.