აშშ-ის კენტუკის შტატში, ლუისვილის საერთაშორისო აეროპორტში, აფრენის დროს UPS-ის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. დაშავებულია 11 ადამიანი, რაომდენიმე კი დაკარგულად მიიჩნევა.
ცეცხლმოკიდებული ნამსხვრევების შედეგად, აეროპორტთან ახლოს მდებარე შენობებს ხანძარი გაუჩნდა.
ჰავაისკენ მიმავალ თვითმფრინავს ჩამოვარდნის დროს 144 000 ლიტრი საწვავი გადაჰქონდა. წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია კატასტროფა.