სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების განცხადებით, დღეს დილით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო გემის უკან დასახევად, რომელმაც სადავო საზღვაო საზღვარი გადაკვეთა.
ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გემმა ჩრდილოეთის სასაზღვრო ხაზი სამხრეთ კორეის სასაზღვრო კუნძულ ბენგნიონგთან გადაკვეთა, მაგრამ უკან დაიხია მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის სამხედროებმა გაავრცელეს აუდიო გაფრთხილება და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, განაცხადეს სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა.
ამ დროისთვის უცნობია, გახსნეს თუ არა ჩრდილოეთ კორეის ძალებმა საპასუხო ცეცხლი.