FBI-ის ყოფილ დირექტორს ბრალი წაუყენეს

FBI-ის ყოფილ დირექტორს ბრალი წაუყენეს

26-09-2025 11:13
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 253

აშშ-ის გამოძიების ფედერალური სააგენტოს (FBI-ის) ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი ორი დანაშაულისთვის წაუყენეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომის ბრალი წაუყენეს ცრუ ჩვენების მიცემასა და კონგრესის სხდომებისთვის ხელის შეშლაში და თუ ის დამნაშავედ ცნეს, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

CNN-ის ინფორმაციით, იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიება ეხებოდა იმას, გააკეთა თუ არა კომიმ ცრუ განცხადებები კონგრესში ჩვენების მიცემის დროს, რომელიც 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებას მოიცავდა.

FBI-ის ყოფილი დირექტორის ადვოკატმა განაცხადა, რომ კომი უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. კომიმ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აცხადებს: „უდანაშაულო ვარ. ასე რომ, მოდით, სასამართლო პროცესი ჩავატაროთ“.

FBI-ის ყოფილი დირექტორისთვის ბრალის წაყენებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.

„„სამართლიანობა ამერიკაში! ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადამიანი, ვისაც ეს ქვეყანა ოდესმე შეხვედრია, არის ჯეიმს კომი, FBI-ის ყოფილი კორუმპირებული ხელმძღვანელი“ - დაწერა ტრამპმა Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე