აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ ბობოყვათის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ ბობოყვათის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

25-09-2025 14:06
კატეგორიები: რეგიონი
პოსტი ნახა: 437

აჭარის მთავრობის სახლთან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.

როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, აჭარის მთავრობისგან იმ მიწებისთვის კომპენსაციას ითხოვენ, რომელი, მათი აზრით, ისტორიულად ადგილობრივებს ეკუთვნით, თუმცა წინა ხელისუფლებების დროს ინვესტორებს გადაეცა.

აქციის მონაწილეების თქმით, საუბარია 200-მდე ოჯახზე, რომლებსაც ერთი მხრივ ხელისუფლებას, მეორე მხრივ კი ინვესტორს, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს მიმართავენ, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

მათ საპროტესტო აქცია - მსვლელობა, ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მოაწყვეს და შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე