ბადრი ჯაფარიძე - ვხედავთ, რომ ანა დოლიძეს სურს, დამოუკიდებლად განავითაროს პარტია, ჩვენ ვრჩებით მეგობრებად და პარტნიორებად

ბადრი ჯაფარიძე - ვხედავთ, რომ ანა დოლიძეს სურს, დამოუკიდებლად განავითაროს პარტია, ჩვენ ვრჩებით მეგობრებად და პარტნიორებად

06-06-2025 14:58
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 510

ანა [დოლიძე] არის ჩვენი პარტნიორი, მეგობარი. კოალიციები იქმნება არჩევნების წინ და არჩევნებში გამარჯვების შემდგომ და დანარჩენი უკვე, პარტიის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, როდესაც კოალიციიდან ანა დოლიძის გასვლის თაობაზე ისაუბრა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ამ საკითხზე თავად ანა დოლიძემაც მკაფიოდ ისაუბრა.

„ანა [დოლიძე] არის ჩვენი პარტნიორი, მეგობარი. კოალიციები იქმნება არჩევნების წინ და არჩევნებში გამარჯვების შემდგომ და დანარჩენი უკვე, პარტიის გადასაწყვეტია. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ მას სურს დამოუკიდებლად განავითაროს თავისი პარტია. ჩვენ ვრჩებით მეგობრებად და პარტნიორებად“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე