BAG ინდექსი - ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის სამუშაო ძალის დეფიციტი ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება

BAG ინდექსი - ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის სამუშაო ძალის დეფიციტი ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება

BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის მესამე კვარტალში, ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის სამუშაო ძალის დეფიციტი ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა. კერძოდ, გამოკითხული კომპანიების 54%-მა სპეციალისტების, ხოლო 42%-მა სამუშაო ძალის ნაკლებობა მთავარ პრობლემად დააფიქსირა,- ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, წინა კვარტალთან შედარებით, 27 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა.

„სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მრეწველობისა და მომსახურების სექტორებში დაფიქსირდა, ხოლო სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა - მრეწველობის, ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში.

საგულისხმოა, რომ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები წინა კვარტალთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თუმცა განმაპირობებელ ფაქტორებს შორის, კომპანიების 75%-მა მარეგულირებელი გარემო მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად დაასახელა, რაც წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2024 წლის მესამე კვარტალში, გამოკითხული ბიზნესის 49% საუბრობს, რაც 19 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა კვარტლის მონაცემებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

პოსტი ნახა: 53


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!