ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

28-05-2025 18:32
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 480

გასულ ღამეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, გრძელიძეების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ცეცხლი სახლში სწრაფად გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.

ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე