თუ უკრაინას ნატო-ს სამიტზე არ მიიწვევენ, ეს პუტინის გამარჯვება იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ სამიტზე უკრაინის მონაწილეობა და რა შედეგი ექნება ამას. ჩემი აზრით, თუ უკრაინა სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება, ეს პუტინის გამარჯვება იქნება, მაგრამ არა უკრაინაზე, არამედ ნატო-ზე. ასე რომ, გადაწყვეტილება პარტნიორებმა უნდა მიიღონ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, ჰააგაში დაგეგმილ სამიტზე უკრაინის მონაწილეობის შესახებ პარტნიორებისგან სიგნალები მიიღო.
ცნობისთვის, ნატო-ს 2025 წლის სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.