ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მკვიდრია.
თანასოფლელების თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირად ვარჯიშობდა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ვარჯიშის დროს მოხდა საბედისწერო შემთხვევა.
ოჯახის წევრები მას გუშინდელი დღიდან ეძებდნენ. გარდაცვლილი კი მას შემდეგ იპოვეს, რაც გზის პირას მისი ავტომობილი შენიშნეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.