თბილისის საქალაქო სასამართლომ შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკავებული მწერალი ბექა ქურხული ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე, თორნიკე ქოჩქიანმა ბექა ქურხულს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის.