ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტმა ანრი კაკაბაძემ, რომელსაც 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, საპატიმრო დატოვა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტმა ანრი კაკაბაძემ, რომელსაც 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, საპატიმრო დატოვა

16 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 254

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი ანრი კაკაბაძე თავისუფალია. არსებული ინფორმაციით, ანრი კაკაბაძემ, რომელსაც 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, სასჯელაღსრულებლის დაწესებულება დღეს დილით დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები - გიორგი დავითაძე, გურამ მიქელაძე, ანრი კაკაბაძე, დავით გვიანიძე და ლექტორი მამუკა ჯორბენაძე ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გასული წლის 9 დეკემბერს დააკავეს.

ანრი კაკაბაძეს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 25 ივნისს მიესაჯა, ხოლო სტუდენტები გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ლექტორი მამუკა ჯორბენაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

ფოტო: "პუბლიკა"



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე