დიმიტრი პესკოვი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არანაირი ეფექტი არ ჰქონია

დიმიტრი პესკოვი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არანაირი ეფექტი არ ჰქონია

15 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 252

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უპრეცედენტო რაოდენობას არანაირი ეფექტი არ ჰქონია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ზოგადად, ალბათ, ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ ბოლო, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ამ უპრეცედენტო რაოდენობას არანაირი ეფექტი არ ჰქონია. ისინი აბსოლუტურად უსარგებლო აღმოჩნდა რუსეთზე ზეწოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, უკრაინა და ევროპა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აშშ-ს თავს მოახვიონ სანქციების შესახებ წინადადება.

„სანქციები არის დღის წესრიგი, რომელსაც გულმოდგინედ უჭერენ მხარს კიევის რეჟიმი და ასევე ევროპული ქვეყნები. რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ვაშინგტონი თავიანთ ორბიტაზე მიიზიდონ და ეს სანქციები თავს მოახვიონ“, - აღნიშნა პესკოვმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე