დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა იციან, რომ „მარცხისთვის არიან განწირულები“ და ამიტომ არ არის ჩანაწერი კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით მათ მიერ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ მომზადებულ სარჩელში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა.
კახა კალაძის თქმით, ამ კანონის საშუალებით გაიგო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, რაში იღებს ზოგი კონგრესმენი ფულს, როგორ „გააშავოს“ და დააზიანოს სახელმწიფო.
„ცხადია უარი იქნება სტრასბურგისგან. ჩვენ ხომ კოპირება გავაკეთეთ არსებული მოქმედი კანონმდებლობის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია და წარმატებით ფუნქციონირებს? ამ კანონის საშუალებით გაიგო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, თუ რაში იღებს ზოგი კონგრესმენი ფულს, როგორ „გააშავოს“ ჩვენი ქვეყანა, როგორ დააზიანოს ქართული სახელმწიფო. ეს ყველაფერი ცნობილი გახდა „ფარას“ კანონის საშუალებით. წინასწარ იციან რომ მარცხისთვის არიან განწირულები, ამიტომ არ დაარეგისტრირეს იმ მოთხოვნით [კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით]- აღნიშნა კალაძემ.