ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე, სხდომა მიმდინარეობს პერიოდულად ხმაურია. სასამართლო დარბაზში მყოფი მზია ამაღლობელის მხარდამჭერები სხდომას პროტესტის ნიშნად ტოვებენ. მათ მიაჩნიათ, რომ სხდომა უსამართლოდ მიმდინარეობს და მზია ამაღლობელი პატიმრობაში უკანონოდ იმყოფება.
„სოლიდარობა მზიას. ჩვენ შენს გვერდით ვართ. ეს სასამართლო არის არასამართლიანი, მოსამართლე არ არის ობიექტური. მოქალაქეებს სამართლიანი გადაწყვეტილება გვსურს. სტიკერის გაკვრა კი გამოხატვის თავისუფლებაა“, - აღნიშნეს მოქალაქეებმა.
მოსამართლის მარინა ფომაევას განცხადებით, სასამართლო დარბაზში ხმაური თუ არ შეჩერდება, სასამართლო პროცესი დაიხურება.