ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია - მოქალაქეები სკანდირებენ: „თავისუფლება მზიას!“

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია - მოქალაქეები სკანდირებენ: „თავისუფლება მზიას!“

11 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა რეგიონი
პოსტი ნახა: 51

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია. სასამართლოს გარეთა პერიმეტრზე მოქალაქეები არიან შეკრებილები. ისინი სკანდირებენ: „თავისუფლება მზიას!“

მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში იყვნენ სასამართლო შენობის გარეთ. პროცესი დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოქალაქეებს შეუერთდა მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

შეკრებილებმა ერთმანეთს მოუწოდეს გააკეთონ ცოცხალი ჯაჭვი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელთა მისამართითაც შეკრებილები სკანდირებენ - "ცრუ მოწმეები!"

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა ადვოკატებმა წარმოთქვეს. სასამართლომ ასევე მოისმინა ადვოკატებისა და პროკურორების რეპლიკები.

მზია ამაღლობელი კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს, 13:00 საათზე მიმართავს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე