ნოე ჟორდანიას სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ნოე ჟორდანიას სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

11 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 274

ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა გრძელდება, რის გამოც, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„კერძოდ, 2 აგვისტოს 09:00 საათიდან 4 აგვისტოს 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ნოე ჟორდანიას სანაპიროზე, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტეხის გვირაბის მიმართულებით.

სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება  გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ განაპირა ზოლში.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე