ბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს – ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს. მათ მომხდარი ფაქტი შს სამინისტროში დაუდასტურეს.
დაჭრილები არიან მამა და შვილი.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრის შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა, ქუჩაში, გუშინ, 19 ოქტომბერს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.