ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო, ვილნიუსის აეროპორტის მუშაობა შეფერხდა

ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო, ვილნიუსის აეროპორტის მუშაობა შეფერხდა

45 წუთის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 59

ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო, ვილნიუსის აეროპორტის მუშაობა შეფერხდა, რამაც 1100-ზე მეტი მგზავრი დააზარალა, - ინფორმაციას მედია ლიეტუვის ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო სივრცის შეზღუდვა ხუთშაბათს საღამოს ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

წინასწარი ინფორმაციით, ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან 10-მდე ობიექტი შეფრინდა.

აეროპორტებმა განაცხადეს, რომ ოთხი რეისი გაუქმდა, ექვსის დაშვება და გაფრენა კი დაგეგმილ დროს ვერ მოხერხდა.

შეფერხებულ ავიარეისებს შორის იყო ბრიუსელიდან ჩაფრენილი რეისი, რომელშიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისი და ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსი იმყოფებოდნენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე