შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნების წინ, მიხაილ როთი ჩართული იყო ამომრჩევლების მობილიზება-ზეწოლაში

შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნების წინ, მიხაილ როთი ჩართული იყო ამომრჩევლების მობილიზება-ზეწოლაში

42 წუთის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 53

მსოფლიოში სულ უფრო მეტად იმატებს სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის ფაქტები, რაზეც საუბრობენ აშშ-შიც და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაშიც - აბა, კაი დედმამიშვილი ხარ და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი რომ გეუბნება, მოდი და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიეცი ხმაო, მერე იქ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ არ დაუჯერო გერმანიის ხელისუფლების ამ წარმომადგენელს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელმა, მიხაილ როთმა ბერლინში ჩაწერა ვიდეო და ჩართული იყო ამომრჩევლის „მობილიზება-ზეწოლაში“.

პაპუაშვილის თქმით, 2024 წელს არჩევნებში უხეშად და პირდაპირ ერეოდნენ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები იმისთვის, რომ „მათთვის სასურველი შედეგი დაედოთ“.

„ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები იმყოფებიან უცხო იურისდიქციაში, სადაც საქართველოს სახელმწიფო მათ ვერ იცავს, მათ შორის საარჩევნო უფლების მხრივ. მსოფლიოში სულ უფრო მეტად იმატებს სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის ფაქტები, რაზეც საუბრობენ აშშ-შიც და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაშიც. ეს, ჩვენ 2024 წელს ვნახეთ, როცა ჩვენს არჩევნებში უხეშად და პირდაპირ ერეოდნენ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები იმისთვის, რომ მათთვის სასურველი შედეგი დაედოთ. არ მოერიდნენ არაფერს, პირდაპირ ევროკავშირის ელჩი ჩაერთო „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიაში, უცხო ქვეყნის მინისტრები მიტინგებს მართავდნენ. როგორ ვანდოთ მათ, რომ მათ ქვეყანაში ჩვენს მოქალაქეებზე არ ექნებათ ზეწოლა იმისთვის, რომ მათთვის სასურველი საარჩევნო შედეგი დადონ.

ამის ფაქტები არსებობს - ბატონმა მიხაილ როთმა, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი გახლდათ, 2024 წლის არჩევნების წინ ბერლინში ჩაწერა ვიდეო და ჩართული იყო ამომრჩევლის მობილიზება-ზეწოლაში. აბა, კაი დედმამიშვილი ხარ და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი რომ გეუბნება მოდი და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიეცი ხმაო, მერე იქ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, კაი დედმამიშვილი ხარ და არ დაუჯერო გერმანიის ხელისუფლების ამ წარმომადგენელს.

ასევე, ვნახეთ ფაქტები აშშ-ში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც დიასპორის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ემუქრებოდნენ, რომ ისინი მათ ჩაუშვებდნენ დეპორტაციისთვის. იყო საჯარო განცხადებაც, სადაც ერთ-ერთი ქართველი იმუქრება, რომ არჩევნები ჩაივლის და კონკრეტულ ადამიანზეც მიეწოდებოდა ინფორმაცია ყველას, მათ შორის გერმანიის მთავრობას. ასეთი ვითარება იყო 2024 წლის არჩევნების წინ...

ეს ცვლილებები მათ შორის, ემსახურება დიასპორის უფლებების დაცვას და მათგან წნეხის მოხსნას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვას, რომელიც შეეხებოდა პაპუაშვილის მიერ მოყვანილ მაგალითს, მიხაილ როთის ვიდეოს, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ როცა გერმანიაში მყოფი მოქალაქე ხედავს, რომ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი პირდაპირ ეუბნება: „აბა ქართველებო, დაეწყვეთ, დარეგისტრირდით და „ოცნების“ წინააღმდეგ მიეცით ხმა“, ეს მასზე გავლენას მოახდენს.

„იქ შედეგი, ვინ როგორ მივა და რას გადაწყვეტს, სხვა საკითხია, მაგრამ ზეწოლას რომ ცდილობენ, ეს ფაქტია.

მიხაილ როთმა 2024 წლის არჩევნების წინ ჩაწერა ვიდეო მიმართვა და მოუწოდებდა საქართველოს მოქალაქეებს, როგორ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ და მოუწოდებდა, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიეცა ხმა. ამას აკეთებს ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. როდესაც შეიძლება ადამიანს ეჭვი ეპარებოდეს ან ჰქონდეს შიში, რომ შეიძლება გამოუძებნონ საბაბი იმისთვის, რომ მისი სამართლებრივი სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, როცა ხედავს, რომ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი პირდაპირ ეუბნება: „აბა ქართველებო, დაეწყვეთ, დარეგისტრირდით და „ოცნების“ წინააღმდეგ მიეცით ხმა“. ეს საერთოდ რაიმეში ჯდება? ის მაინც მითხარით, რომ არ მოგწონთ. დაგმეთ! მოგწონთ? ნახეთ მიხაილ როთის 2024 წლის 1-ელი ოქტომბრის „ტვიტი“! - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე