ბელარუსული მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა

ბელარუსული მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა

15 წუთის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 38

ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეწყალებული პირები სამშობლოში ამ წუთებში ბრუნდებიან.

ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესმდივნის, ნატალია ეისმონტის თქმით, შეწყალება მოხდა „ალექსანდრ ლუკაშენკოსა და დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში“, ასევე „მეზობელ სახელმწიფოში შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარების პირობების შექმნის მიზნით“.

უკრაინულ მხარეს ბელარუსიდან პატიმრების გადაცემაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე