„გარდიანი“ - აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი გახდება

„გარდიანი“ - აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი გახდება

8 წუთის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 26
აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი, რომელმაც კიევში ომის დასრულების გეგმა განიხილა, ამ მიმართულებით აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი გახდება.
 
ამის შესახებ „გარდიანი“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაბამის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
 
„გარდიანის“ ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დენ დრისკოლი გახდა პენტაგონის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომელმაც უკრაინა მოინახულა.
 
დენ დრისკოლი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ახლო მეგობარია ისინი ერთად სწავლობდნენ იელის სამართლის სკოლაში. ამასთან, ვიდრე არმიის მდივანი გახდებოდა, დრისკოლი ხმაურიანი პოლიტიკური კარიერით ცნობილი არ ყოფილა.
 
მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ დენ დრისკოლი უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას, რომელიც მომავალ კვირაში შესაძლოა, მოსკოვში გაემგზავროს „ტრამპის გეგმაზე“ სასაუბროდ.
 
ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი თანამდებობას დატოვებს.


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე