ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსს დაარტყა

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსს დაარტყა

14 წუთის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 27

ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, თავდაცვის ძალების მიერ ბეირუთში განხორციელებული დარტყმის სამიზნე „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსი, ჰაითამ ალი ტაბატაბაი იყო.

„პრემიერ-მინისტრმა დარტყმის ბრძანება თავდაცვის მინისტრისა და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე გასცა. ისრაელი მზადაა თავისი მიზნების მისაღწევად ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს იმოქმედოს“, - ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე