დონალდ ტრამპი - უკრაინის „ხელმძღვანელობას“ ჩვენი ძალისხმევისთვის მადლიერება არ გამოუხატავს და ევროპა რუსეთიდან ნავთობის ყიდვას აგრძელებს - ეს ომი აშშ-ისა და უკრაინის ძლიერი და შესაფერისი ხელმძღვანელობის პირობებში არასდროს მოხდებოდა

16 წუთის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 31

უკრაინის „ხელმძღვანელობას“ ჩვენი ძალისხმევისთვის მადლიერება საერთოდ არ გამოუხატავს და ევროპა რუსეთიდან ნავთობის ყიდვას აგრძელებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ძალადობრივი და საშინელია, რომელიც აშშ-ისა და უკრაინის ძლიერი და შესაფერისი ხელმძღვანელობის პირობებში არასდროს მოხდებოდა. ეს იქამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე მე თანამდებობას მეორე ვადით დავიკავებდი, მძინარე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. 2020 წლის არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, უკრაინა-რუსეთის ომი არ მოხდებოდა. პუტინი თავდასხმას არასდროს განახორციელებდა“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, „მემკვიდრეობით მიიღო ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო“.

„ომი, რომელიც ყველასთვის წამგებიანია, განსაკუთრებით მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც უაზროდ დაიხოცნენ. აშშ ნატო-სთვის დიდი რაოდენობით იარაღის მიყიდვას აგრძელებს, რათა უკრაინაში განაწილდეს (თაღლითმა ჯომ ყველაფერი უფასოდ გასცა, მათ შორის „ბევრი“ ფული!)“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე