ბექა ბასილაია - საგამოძიებო კომისია ეს არის „ბირჟა“, რომელსაც ახირების, პოლიტიკური შურის და ბოღმის გამო შეუძლია ტყუილზე დაასმინოს ადამიანები და ციხეში გაუშვას

ბექა ბასილაია - საგამოძიებო კომისია ეს არის „ბირჟა“, რომელსაც ახირების, პოლიტიკური შურის და ბოღმის გამო შეუძლია ტყუილზე დაასმინოს ადამიანები და ციხეში გაუშვას

10 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 262

[პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია] ეს არის „ბირჟა“, რომელსაც არ გააჩნია არანაირი წესი და თავისი ახირების, პოლიტიკური შურის და ბოღმის გამო შეუძლია ტყუილზე დაასმინოს ადამიანები და ციხეში გაუშვას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, გიორგი ვაშაძეს უწყება გამოცხადებასთან დაკავშირებით არ ჩაბარებია.

„დღეს გამომძიებელმა სასამართლოში დაადასტურა ის, რაზეც მრავალი თვეა ვსაუბრობთ, ამ საქმეს იურიდიული შინაარსი არ გააჩნია. ამ საქმეზე არც ერთი ფორმალური, პროცედურული წესი დაცული არ არის, ამ საქმეს მხოლოდ ადმინისტრაციული შეფასება შეიძლება მისცემოდა. ამავდროულად, ვაშაძეს არ ჩაბარებია არავითარი უწყისი, თუმცა ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანია პარლამენტის წარმომადგენლის ჩვენება, მადლობა მას გულწრფელი ჩვენებისთვის. მისი ჩვენებით ცალსახად დადასტურდა, რომ ეს კომისია არ მოქმედებს არც პარლამენტის რეგლამენტის, არც საქართველოს კონსტიტუციის, არც ამ კომისიის შესაბამისად. ეს არის „ბირჟა“, რომელსაც არ გააჩნია არანაირი წესი და თავისი ახირების, პოლიტიკური შურის და ბოღმის გამო შეუძლია ტყუილზე დაასმინოს ადამიანები და ციხეში გაუშვას. ეს არ არის ჩემი მხრიდან უტრირება, ყველა ეტაპს, ყველა ელემენტს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევით, მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა, რომ წულუკიანის და მისი „შულავერის კომიტეტის დასმენები ტყუილებს, სიცრუეს და პროცედურების ფეხებზე დაკიდებას ეფუძნება“, - განაცხადა ბასილაიამ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე