თუ პარტიები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას შეძლებენ, გაგვიხარდება - აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ, ეს „სწორი, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება“.
„ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე მსჯელობის ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან ცნობილია. თუ პარტიები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას შეძლებენ, გაგვიხარდება. ეს იქნება სწორი, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას. დღეს ჩვენი შემდეგი მიზანი ნეიტრალური კანდიდატების შერჩევაა“,- განაცხადა ლილუაშვილმა.