ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები - ილია მეორეს დიდი სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს - საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის იმაზე გაცილებით მეტი გააკეთეთ, ვიდრე ერთ ადამიანს, თუნდაც ქვეყნის სულიერ მამას ხელეწიფება

18 საათის წინ
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 64

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავენ.

წერილში ნათქვამია, რომ განვლილი წლების მანძილზე საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ილია მეორემ იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ეს ერთ ადამიანს, თუნდაც ქვეყნის სულიერ მამას ხელეწიფება.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, დიდი სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს!

თქვენო უწმინდესობავ, გვსურს გამოვხატოთ მადლიერება იმ რთული და გამოწვევებით აღსავსე ისტორიული გზისთვის, რომელიც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ღირსეულად გაატარეთ.

ჩვენი ერის ტკივილისა და სიხარულის გაზიარება, მის მომავალზე ზრუნვა, ის რთული და საპასუხისმგებლო, ამავდროულად კი საპატიო მისიაა, რომელსაც წლებია ღირსეულად ასრულებთ, ამიტომაცაა, რომ თქვენი სიტყვა და დარიგება საზოგადოებისათვის მტკიცე სულიერ საყრდენად იქცა.

განვლილი წლების მანძილზე საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის თქვენ იმაზე გაცილებით მეტი გააკეთეთ, ვიდრე ეს ერთ ადამიანს, თუნდაც ქვეყნის სულიერ მამას ხელეწიფება.

თქვენი ლოცვა და სიბრძნე თან სდევს ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის, შეუფასებელია თქვენი როლი საზოგადოების სიმტკიცეში, რადგან თითოეული თქვენი სიტყვა სიყვარულსა და რწმენას ეფუძნება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას საქართველოს საიმედოდ და საკეთილდღეოდ“ , - ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მილოცვაში.

გაერო-ს გენერალური მდივანი ღრმად შეშფოთებულია ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებული ესკალაციით, რომელმაც კულმინაციას აშშ-ის სამხედრო ქმედებით მიაღწია, რასაც პოტენციურად შემაშფოთებელი შედეგები მოჰყვება რეგიონისთვის, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერი სტეფან დიუჟარიკი ავრცელებს.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ იარაღის საწყობი დაბომბეს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საჰაერო ძალებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს, რომლის მიზანიც სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიწისქვეშა იარაღის საცავის დაბომბვა იყო.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე