„ვენესუელაში არსებული სიტუაციისგან დამოუკიდებლად, ეს მოვლენები საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს. გენერალური მდივანი კვლავ ხაზს უსვამს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის, სრული პატივისცემის მნიშვნელობას - ყველასგან. იგი ღრმად შეშფოთებულია, რომ საერთაშორისო სამართლის წესები არ არის დაცული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა აქტორს ვენესუელაში, ჩაერთონ ინკლუზიურ დიალოგში, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სრული პატივისცემით.