Bloomberg - ჩინეთმა ავიაკომპანიებს აშშ-დან Boeing-ისა და მისი ნაწილების იმპორტი აუკრძალა

Bloomberg - ჩინეთმა ავიაკომპანიებს აშშ-დან Boeing-ისა და მისი ნაწილების იმპორტი აუკრძალა

14 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ავიაკომპანიებს უბრძანა, შეერთებული შტატებიდან Boeing-ის თვითმფრინავების მიღება შეწყვიტონ, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ინფორმირებული პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს იმ სავაჭრო ომის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე 145%-იანი ტარიფები დააწესა.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, პეკინმა ასევე მოითხოვა, რომ ჩინელმა გადამზიდავებმა შეწყვიტონ თვითმფრინავებთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და ნაწილების შესყიდვა ამერიკული კომპანიებისგან.

ამასთან, ზოგიერთი თვითმფრინავის იმპორტი კვლავ დაშვებული იქნება, რადგან მიწოდებისა და გადახდის დოკუმენტაცია დასრულებული იყო ჩინეთის მიერ გამოცხადებული საპასუხო ტარიფების ძალაში შესვლამდე.

Bloomberg-ი წერს, რომ ბრძანება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჩინეთმა გასულ შაბათ-კვირას ამერიკულ საქონელზე 125%-იანი საპასუხო ტარიფები გამოაცხადა. ეს გადასახადები აორმაგებს აშშ-ში წარმოებული თვითმფრინავებისა და ნაწილების ღირებულებას, რაც ჩინური ავიაკომპანიებისთვის Boeing-ის თვითმფრინავების მიღებას არაპრაქტიკულს ხდის.

პოსტი ნახა: 190


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე