Reuters-ი - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის თითქმის განახევრებას გეგმავს

Reuters-ი - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის თითქმის განახევრებას გეგმავს

15 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის დაახლოებით განახევრებას გეგმავს, - ინფორმაციას Reuters-ი შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის 2026 წლის ბიუჯეტი 28.4 მილიარდი დოლარის ოდენობით არის განსაზღვრული მაშინ, როცა მიმდინარე ფისკალური წლის ბიუჯეტი 54.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოცემა წერს, რომ შემცირებამ, შესაძლოა, აშშ-ის 30-მდე მისიის დახურვა და უცხოური დახმარების მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს. კერძოდ, გეგმის ფარგლებში, ადმინისტრაცია განიხილავს რეკომენდაციას, დახუროს მინიმუმ 27 მისია, ძირითადად აფრიკასა და ევროპაში. ამ მისიებიდან ათი საელჩოა, დანარჩენი კი - საკონსულოები. ასევე შეთავაზებულია სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განაწილებული უცხოური დახმარების შემცირება 38.3 მილიარდი დოლარიდან 16.9 მილიარდ დოლარამდე.

პოსტი ნახა: 195


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე