„ბორჯომი საქართველო“ - გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია - კონკრეტულ მაღაზიაში ნიმუშები გადამოწმდა და დარღვევა არ გამოვლენილა

„ბორჯომი საქართველო“ - გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია - კონკრეტულ მაღაზიაში ნიმუშები გადამოწმდა და დარღვევა არ გამოვლენილა

04-02-2025 15:28
კატეგორიები: საზოგადოება

ამის შესახებ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიის განმარტებით, ასევე შემოწმდა ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე, გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

პოსტი ნახა: 168


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!