რუსეთის ბრიანსკის ოლქში ხიდი, რომელზეც ავტომობილები იმყოფებოდნენ, ჩამოინგრა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხიდის ჩამონგრევის დროს, ხიდის ქვეშ სამგზავრო მატარებელი გადიოდა.
რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა ტელეარხ „როსია 24“-ის ეთერში განაცხადა, რომ მომხდარის მიზეზი აფეთქება გახდა.
მისივე ინფორმაციით, მატარებელში, რომელიც ხიდის ქვეშ გადიოდა 388 მგზავრი იმყოფებოდა.