მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

01-06-2025 13:25
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 817

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება.

ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც რელიგიის სააგენტო ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე