ჩვენი არჩევნები არ ჰგავს ერში რომ არჩევნებია იმას - ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ - ისე არ არის, წახვიდე და უცხოელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“ - ცოტა ხანი, ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან, გაერთოს, გადაწყვეტილებას კი, ღმერთთან ერთად, ჩვენ მივიღებთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.  მისივე თქმით, პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს და საკითხში არავინ ერევა.  მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ „ჩვენი ეკლესია ძალიან საიმედო ხელშია“.

ჩვენი არჩევნები არ ჰგავს ერში რომ არჩევნებია იმას - ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ - ისე არ არის, წახვიდე და უცხოელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“ - ცოტა ხანი, ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან, გაერთოს, გადაწყვეტილებას კი, ღმერთთან ერთად, ჩვენ მივიღებთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს და საკითხში არავინ ერევა. მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ „ჩვენი ეკლესია ძალიან საიმედო ხელშია“.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 29

ჩვენი არჩევნები არ ჰგავს ერში რომ არჩევნებია იმას - ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ - ისე არ არის, წახვიდე და უცხოელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“ - ცოტა ხანი, ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან, გაერთოს, გადაწყვეტილებას კი, ღმერთთან ერთად, ჩვენ მივიღებთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს და საკითხში არავინ ერევა.

მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ „ჩვენი ეკლესია ძალიან საიმედო ხელშია“.

„სანამ გამოვირჩევთ ახალ პატრიარქს, პრესა-ტელევიზიებში ვნებათაღელვაა ხოლმე. მათაც ვერ გაამტყუნებ ამაში, რაღაც თემის აწევა უნდათ. მერწმუნეთ, ყოველ დღე მაგ საქმეებში ვართ, ვემზადებით, შიგნით სიმშვიდეა, არავინ ერევა და არც გავაბედინებთ ვინმეს ჩარევას, რომც უნდოდეს. შიგნითაც, ჩვენს წევრს რომ უნდოდეს ჩარევა, ის ვერ გაგვიბედავს, არათუ გარედან ვინმემ გაგვიბედოს, ეგ კარგად იცოდეთ, ქვეყანაში იქნება თუ ქვეყნის გარეთ. ასეთი რამ არ ხდება, თორემ გამოვიდოდნენ და იტყოდნენ. სამი კანდიდატი დარჩა და რომელიმე მაინც იტყოდა. ყველაფერი ნორმალურად მიდის. მალე, ალბათ, კრების თარიღსაც გადავწყვეტთ, გამოვირჩევთ [პატრიარქს] და ვნებათაღელვაც დაცხრება. მთავარია, ღმერთს რა უნდა ის ვიფიქროთ ხოლმე და არა ის, მე ის მომწონს, მე ეს მომწონს. ადამიანი ყველაფერში ღვთის ნებას უნდა ეძიებდეს. მერწმუნეთ, რაღაც უძლურები არ გეგონოთ. უწმინდესმა თავისი სიცოცხლეშივე გვასწავლა, როგორ უნდა იმართოს ეკლესია. ძალიან საიმედო ხელშია ჩვენი ეკლესია და ვისაც გამოვარჩევთ, აუცილებლად გავაგრძელებთ ისევ თქვენთან ერთად სულიერ წინსვლას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმიდის მადლით აგავსოთ.

არ ინერვიულოთ. მკითხავებივით არიან - ესა, ისა, ამას ამდენი ხმა, იმას იმდენი ხმა. ჩვენზე კარგად არავინ იცის, რა ხდება, როგორ ხდება. ერთმანეთში მშვიდობაა. ზოგჯერ შეიძლება ვინმე უკმაყოფილო იყოს, მაგრამ უკმაყოფილოს რა დალევს?! არც ეკლესიაში დაილევა და არც გარეთ გვაკლია. ჩვენი არჩევნები არ ჰგავს ერში როგორც არის არჩევნები. სხვანაირად არის და ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ. ისე არ არის წახვიდე და უცხელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“. ჩვენსას ჩვენ გადავწყვეტთ, უცხოელები თავისას მიხედავენ. არც არავის საქმეში ვერევით და არც არავის ჩავრევთ. არ ინერვიულოთ მაგაზე. უმეტესობასთან, ვისთანაც ვსაუბრობ, მზად ვართ, რომ ერთობით და ერთსულოვნად, არ შეგარცხვინოთ, არც ღმერთს დავწყვიტოთ გული და არც თქვენ. ყველაფერი კარგად იქნება, ღვთის შეწევნით, მერწმუნეთ. ცოტა ხანი ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან, გაერთოს, გადაწყვეტილებას კი, ღმერთთან ერთად, ჩვენ მივიღებთ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა. ამასთან, მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე