საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში გასულ წელთან შედარებით, საქართველოში საქორწინო ბეჭედი 35%-ით გაძვირდა.
როგორც თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე, სტანდარტული გრამაჟობის საქორწინო რგოლის შესაძენად, დაახლოებით, 4 000 ლარია საჭირო.
„დაახლოებით 1 წლის წინ, 270 ლარი ღირდა გრამი ე.წ. ბაჯაღლო ოქრო. 250-240 ლარიც იყო ცოტა ხანი, აიწევდა, მერე ისევ დაიწევდა, მაგრამ ეხლა ძალიან შეიცვალა სიტუაცია. ამ ეტაპზე, 370 ლარი ღირს გრამი ე.წ. ბაჯაღლო და დაახლოებით 1 კვირის წინ, 400 ლარიც იყო“, - აცხადებენ ოქროს ბირჟაზე.
როგორც დასაქმებულები ამბობენ, ფასის ზრდა, გავლენას არ ახდენს მოთხოვნაზე. საქორწინო ბეჭედი წლის შესაბამის სეზონებზე მუდმივად მოთხოვნად ნივთად რჩება.
„გაზაფხულზე მცირდება ხოლმე შედარებით მოთხოვნა, მაგრამ ახლა შემოდგომაა, ქორწილების პერიოდია, აქედან გამომდინარე, ფასის მიუხედავად, მოთხოვნა მაინც საკმაოდ მაღალია.
სტანდარტულად, ყიდულობენ 10-გრამიან საქორწინო ბეჭედს და ამის შესაძენად, დაახლოებით 4000 ლარა საჭირო, რაც 1500 დოლარის ექვივალენტია“, - აცხადებენ ოქროს ბირჟაზე.
 
                                 
                         
                         
                         
                 
             
                         
             
             
             
             
             
                 
                