”დამკვირვებლები“ 4 ოქტომბრის საზოგადოებრივ შეკრებას უერთდებიან

”დამკვირვებლები“ 4 ოქტომბრის საზოგადოებრივ შეკრებას უერთდებიან

9 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 276

საინიციატივო ჯგუფი "დამკვირვებლები“ 4 ოქტომბრის საზოგადოებრივ შეკრებას უერთდებიან. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ ღიად განაცხადონ, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსულ რეჟიმს.

"უკვე 300 დღეზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი საქართველოში. რუსულმა რეჟიმმა ვერ შეძლო და ვერ გატეხა ქართული საზოგადოება და ამიტომ მნიშვნელოვანია, კიდევ მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ ქართველი ხალხი რუსულ რეჟიმს არ შეეგუება", - აცხადებს მოძრაობის წევრი ტატო ქელბაქიანი.

"თითქმის ერთი წელია 2024 წლის 27 ოქტომბრიდან "დამკვირვებლები" ქუჩაში ვდგავართ და ვაპროტესტებთ გაყალბებული არჩევნების შედეგად დამდგარ რეალობას. ბუნებრივია, ვუერთდებით ყველა უმნიშვნელოვანეს საპროტესტო ღონისძიებას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ წელს რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერია", - ამბობს საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ნინო ჟვანია.

"ჩვენ ყველაზე ნათლად ვნახეთ თუ როგორ გააყალბა არჩევნები რუსულმა რეჟიმმა. ვუერთდებით 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს დღე გარდამტეხი იქნება ამ პროცესში", - ამბობს "დამკვირვებლების" წარმომადგენელი გურამ ჩუხრუკიძე.

4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, რომელსაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და არ მონაწილეობს, თბილისში აქცია იგეგმება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე