რაჭის ეროვნული პარკის ფართობი 4 759 ჰექტრით იზრდება

რაჭის ეროვნული პარკის ფართობი 4 759 ჰექტრით იზრდება

29-09-2025 14:12
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 696

რაჭის ეროვნული პარკის ფართობი 4 759 ჰექტრით იზრდება. პარლამენტს განსახილველად საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინა, რომლის მიხედვით, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ხუთი ბუნების ძეგლი: - საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლი, შარეულას მღვიმის ბუნების ძეგლი, უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლი, მურადის მღვიმის ბუნების ძეგლი და კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლი იქმნება. მათ მართვას რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია განახორციელებს.

ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში იქმნება ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი 50 240,4 ჰექტარზე, რომელსაც დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მართავს.

ცვლილებები „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ხორციელდება. პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოამზადა და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე