სალომე ზურაბიშვილი - მოლდოვას გამარჯვება ასევე გამარჯვებაა ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ჩვენთვის, ქართველებისთვის

სალომე ზურაბიშვილი - მოლდოვას გამარჯვება ასევე გამარჯვებაა ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ჩვენთვის, ქართველებისთვის

9 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 348

საუბარს ვერ დავიწყებ ჩვენი მოლდოველი მეგობრებისთვის დიდი წარმატების მილოცვის გარეშე, რაც მათთვის და პირადად მაია სანდუსთვის გამარჯვებაა და მინდა მივულოცო მას, მაგრამ ეს ასევე გამარჯვებაა ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ჩვენთვის, ქართველებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავას უსაფრთხოების ფორუმზე - „ევროკავშირის გაფართოების შემდეგი თავი“ - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს იმედის სიგნალია და იმის სიგნალია, რომ მტკიცედ დავრჩეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა დავუბრუნდეთ იმავე ევროპულ გზებს, რომელიც ერთად დავიწყეთ, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ, და არ არის დამთხვევა, რომ რუსეთის თავდასხმები, აგრესია, სხვადასხვა ფორმით, მიმართულია ამ სამი ქვეყნის, ამ სამი ასოცირებული ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე