2×2 არის 4. საქართველოს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი სამი წლის წინ, დღეს საქართველო ან იარსებებდა, ან არა - დროა, ყველამ აღიაროს ეს სიმართლე და ქუჩაში სირბილის და უაზრო პროტესტის ნაცვლად, ქვეყნის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველო იხსნა უმძიმესი შედეგისგან, მხარში დაუდგეს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ომი იმიტომ აირიდან თავიდან, რომ ხელისუფლებაში იყო და არის „ქართული ოცნება“ და „არა აგენტურა“.
„საქართველოს ჰქონდა პრინციპული ეროვნული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული. საქართველოს ხელისუფლებაში იყო და არის „ქართული ოცნება“. საქართველოს ხელისუფლებაში არ ყოფილა აგენტურა, როცა უკრაინაში ომი დაიწყო. როცა საქართველოს ხელისუფლებაში იყო აგენტურა, საქართველომ ვერ შეძლო ომის თავიდან არიდება 2008 წელს. 2×2 არის 4. საქართველოს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი სამი წლის წინ, დღეს საქართველო ან იარსებებდა, ან არა. დროა, აღიაროს ყველამ ეს სიმართლე და ქუჩაში სირბილის და უაზრო პროტესტის ნაცვლად, ქვეყნის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველო იხსნა უმძიმესი შედეგისგან, მხარში დაუდგეს და საკუთარი ტყუილი, სიცრუე აღიარონ და ბოდიში მოიხადონ ქართველ ხალხს, იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვიტანდით ბოლო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადაგვერჩინა იმ უბედურებისგან, რაც უკრაინას დაატყდა," - განაცხადა მათიკაშვილმა.