„3+3 ფორმატში“ მონაწილეობს რუსეთი და რა თქმა უნდა, მაგ რეჟიმში, ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ „საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში“.
მისი თქმით, არანაირი მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა.
„3+3 ფორმატში“ მონაწილეობს რუსეთი, რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და რა თქმა უნდა, მაგ რეჟიმში, ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ. არც დიპლომატიური ურთიერთობები გაგვაჩნია და არც სხვა ტიპის. ჯერ ჩვენ უნდა გადავჭრათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა რაიმე ტიპის ფორმატი იქნება თუ არა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.