ლევან სილაგავა - ყაზახეთის მხარესთან უკვე წინასწარი კონტრაქტები არის, რომ საქართველოში ყაზახური ხორბლის შემოსვლას ახლო მომავალში აუცილებლად ვიხილავთ

ლევან სილაგავა - ყაზახეთის მხარესთან უკვე წინასწარი კონტრაქტები არის, რომ საქართველოში ყაზახური ხორბლის შემოსვლას ახლო მომავალში აუცილებლად ვიხილავთ

20-02-2025 14:27
კატეგორიები: ეკონომიკა

ყაზახეთის მხარესთან უკვე წინასწარი კონტრაქტები არის, რომ საქართველოში ყაზახური ხორბლის შემოსვლას ახლო მომავალში აუცილებლად ვიხილავთ. ეს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იქნება,- ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სილაგავამ აღნიშნა, ბაზარზე ხორბალი ძვირდება.

„ყაზახეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2 მილიონი ტონა ხორბალი, რომელიც მათთვის ჭარბია, მსოფლიო ბაზარზე გაეყიდა. ეს მიმართულებებია მაგალითისათვის, ბალტიის ზღვა, შავი ზღვის მიმართულება, აზერბაიჯანი, ირანი და ა. შ. რადგან შავი ზღვის მიმართულებაა, საქართველოს მიმართულებაც არის.

ხორბლის შემოტანა ორი მდგენელისგან შედგება: ხორბალზე რა ფასი არის იმ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ყაზახეთში და სატრანსპორტო მდგენელი. სატრანსპორტო მდგენელი ტონაზე 40 $-ით სუბსიდირება ( საქართველოში შემოსატანად), თუ საქართველოში შემოვიდა და შავი ზღვის პორტით გავიდა, 60$-ით. სუბსიდირების გარეშე საქართველოში შემოტანილი ერთი ტონა ხორბლის ტრანსპორტირების მდგენელი დაახლოებით 90 –100 $-ის ფარგლებში ჯდება. ეს ყველაფერი კონკურენციაში შესვლა არის, მათ შორის, რუსულ ხორბალთან, რომელიც დღესდღეობით ძვირდება. რეალურია და ყაზახეთის მხარესთან უკვე წინასწარი კონტრაქტები არის, რომ საქართველოში ყაზახური ხორბლის შემოსვლას ახლო მომავალში აუცილებლად ვიხილავთ. ეს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იქნება.

ფქვილის ფასთან მიმართებაში ამას სტაბილურობის ეფექტი ექნება, აქ არ იქნება ეფექტი, რომელიც შემცირებისგან წავა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბაზარზე ხორბალი ძვირდება, გაძვირებული ხორბლის ეფექტიდან გამომდინარე, ყაზახური მხრიდან ეს გაძვირებულზე ოდნავ იაფი იქნება, რაც ჩვენი ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა სილაგავამ მედიაჰოლდინგ "კვირაში".

პოსტი ნახა: 184


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!