დავით მათიკაშვილი - საჯარო სივრცეში ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უნდა იყოს წესი და ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს - კეთილი ინებონ და პროტესტი ზრდილობის ფარგლებში გამოხატონ

დავით მათიკაშვილი - საჯარო სივრცეში ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უნდა იყოს წესი და ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს - კეთილი ინებონ და პროტესტი ზრდილობის ფარგლებში გამოხატონ

12 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 261

საჯარო სივრცეში ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უნდა იყოს წესი და ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს - კეთილი ინებონ და პროტესტი ზრდილობის ფარგლებში გამოხატონ!, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „სიძულვილის კამპანიამ, რომელიც დაფინანსებულია უცხოეთიდან, მასშტაბური ხასიათი მიიღო და ამიტომ, მმართველი პარტია შსს-ს საჩივრით მიმართავს, მსგავს შემთხვევებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს”.

„ეს არის ის სიძულვილის ენა, უარგუმენტო, ცილისწამებითი და პირდაპირი შეურაცხყოფითი მიდგომები, რომელიც საქართველოში დაფინანსებულია უცხოეთიდან. ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს. საჯარო სივრცეში ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უნდა იყოს წესი და დაკანონებული მოცემულობა, შესაბამისად, ამაზე რეაგირება აუცილებელია.

ქართული ენა მდიდარია და სრულ შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანმა საკუთარი პროტესტი ზრდილობიანად გამოხატოს. ამიტომაც კეთილი ინებონ და ზრდილობის ფარგლებში მოექცნენ ის ადამიანები, ვისაც პროტესტის გამოხატვა სურთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დეპუტატების მიმართ „გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად“ სამართლებრივ დავას იწყებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საჩივრით მიმართავს. მისი განმარტებით, საჩივარი, რომელიც დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში შევა, ეხება "სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ იმ უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას, რომელიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ".



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე