დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს პასუხს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე, - ასე ეხმაურება ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში ჰენა ვირკუნენი ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

06-03-2026 16:37
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 119

დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს პასუხს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე, - ასე ეხმაურება ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში ჰენა ვირკუნენი ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

მისი განცხადებით, საქართველოში რეპრესიები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე არ გახსნის.

„ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირსა და მსოფლიოში პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის ხელშეწყობის გასაღებია. ისინი, ვინც არ იცავენ ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა სარგებლობდნენ ამ თავისუფლებით. ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - აცხადებს ჰენა ვირკუნენი.

ევროკომისიის მიერ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ძალაში დღეს შევა და 12 თვის განმავლობაში, 2027 წლის 6 მარტამდე გაგრძელდება. კომისიას ასევე შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომების გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ამ დროის განმავლობაში, სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. კომისია მკაცრად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონსტრუქციულად ჩაერთოს ამ პროცესში.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
კაია კალასი - ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს. თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე