კაია კალასი - ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს. თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება.

7 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 42

თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

„ევროკავშირმა უკვე ჩამოართვა საქართველოს დაფინანსება დემოკრატიული უკუსვლის გამო. დღეს ევროპა ხელს უშლის ჩაგვრის გამომწვევ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის ქართველ დიპლომატებს, ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილებაში“, - აცხადებს კალასი.

ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს.

„ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს“, - აღნიშნა კალასმა

დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს პასუხს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე, - ასე ეხმაურება ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში ჰენა ვირკუნენი ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ბრალდებულებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა. სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულები - ლევან ზარდიაშვილი და საბა მინდიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

8 საათის წინ

გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას - ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, - აღნიშნულ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე